Enamel By M&M
მრავალსაუკუნოვანი ქართული ტიხრული მინანქრის კულტურა დასაბამს იღებს უძველესი პერიოდიდან. იგი წარმოქმნილია შუა საუკუნეების პერიოდის, ძველი ტრადიციების მქონე ქართულ მხატვრულ წრეში. ძველი ტიხრული მინანქრის ტრადიციების გზა დღემდე გრძელდება, რომლის მაგალითია ”EMM” (Enamel by M&M), სადაც ინდივიდუალური ხელწერის, სრულიად თანამედროვე დიზაინის მქონე მინანქრის ხელოვნება შერწყმულია საიუველირო ნაკეთობათა მრავალფეროვან ნივთებში.
”EMM”-ს (Enamel by M&M – Enamel by Maka Shavgulidze & Mariami Dvali) ტიხრული მინანქრის პოპულარიზაციის გზით წვლილი შეაქვს ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნების უახლესი ისტორიის განვითარებაში. სწორედ ეს არის ჩვენი საქმიანობის მიზანი – საზოგადოებაში დავამკვიდროთ მხატვრულად ღირებულ მინანქარზე მოთხოვნილება და ჩამოვაყალიბოთ მისი ყოველდღიურობაში გაააქტიურების ტრადიცია.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია ტიხრული მინანქრის უახლესი, თანამედროვე სტილისა და ტექნოლოგიების შერწყმისაკენ, რადგან, ჩვენის აზრით, კარგი საიუველირო ნაკეთობა სწორად შერჩეული ტექნიკაა, ხოლო კარგად შერჩეული საიუველირო ნაკეთობა – სწორად არჩეული ემოცია.
ჩვენი მისიაა, მინანქრის ნაკეთობანი წარმოვაჩინოთ ტიხრული ქართული მინანქრის ხელოვნების თვითმყოფადი სახის ჩამოყალიბების კონტექსტში და გავზარდოთ მასზე მოთხოვნილება.
ჩვენი მიზანია ნაკეთობებში წარმოვაჩინოთ მინანქრის ტექნიკისათვის არაერთგვაროვანი სტილისტური მიმართულებები. ეს არაერთგვაროვნება ვლინდება პლასტიკურ ფორმათა შეგრძნებების, მინანქრული შემკულობის კოლორიტის და მხატვრული ამოცანების ტექნიკურად განხორციელების ნოვატორულ უნარსა და შესაძლებლობებში. აგრეთვე წარმატებულად ვითანამშრომლოთ მომხმარებელთან და საიუველირო ბაზარზე შევინარჩუნოთ მისთვის წამყვანი პოზიცია. ქართული ტიხრული მინანქარი წარმოვადგინოთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
”EMM” საიუველირო ნაკეთობებს ქმნის მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ინდივიდუალური სტილის გათვალისწინებით. ”EMM” საიუველირო ნაკეთობებს ქმნის დახვეწილი მხატვრული გემოვნებითა და სტილის, შეფერადებისა და შესრულების ტექნიკი დიდი ოსტატობით. საუკეთესო თანამედროვე ქართული მინანქრის საიუველირო ნაკეთობათა წარმოდგენის მიზნით, ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან მინანქრის ნაკეთობებს, მათ შორის: საყურეები, ბეჭდები, გულსაკიდები, ჯვრები, სამაჯურები, ყოველდღიური გამოყენების ნივთები და ა.შ. ახალი ტიპის მომხმარებლისათვის მოთხოვნილებათა მაღალი ნიშნულის შედეგად, ”EMM” არის კომპეტენტური ნაკეთობათა შერჩევაში.







