ექსკლუზიური მომსახურეობა
“EMM” გთავაზობთ ექსკლუზიურ მომსახურებას – ექსკლუზიური დიზაინის საიუველირო ნაკეთობის დამზადება მხოლოდ თქვენთვის. ნივთის ექსკლუზიურობა დაცულია.
“EMM” გთავაზობთ სპეციალურ შეკვეთებს შემდეგ ნივთებზე:
სამკაული: ბეჭედი, სამაჯური, საყურე, გულსაკიდი, ჯვარი, გულსამაგრი, ჰალსტუხის სამაგრი, მანჟეტის და თმის სამაგრები, და სხვა;
სხვადასხვა ნივთები: ქამრის ბალთა, სათვალის ჩარჩო, მობილურის საკიდები, გასაღების საკიდები, თამბაქოს ჩასადები, ფარდის სამაგრები, ავეჯის გასაღებები და სახელურები, სურათის ჩარჩო, სარკე (დასადგმელი და კოსმეტიკური), ზარდახშა, საოფისე მოწყობილობის ნივთები და სხვა;
ჭურჭელი: დანა-ჩანგალი, კოვზი, ჭიქები, ხელსახოცის რგოლები, ხელსახოცის ჩასადებები, გასახსნელები და სხვა;
“EMM” გთვაზობთ მინანქრის (ინიციალების, საგვარეულო გერბების და სხვა) დასმას თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ნივთზე;
“EMM” გთავაზობთ საიუველირო ნაკეთობების დამზადებას უძველესი და უნიკალური ქართული მინანქრის საუკუნოვანი ტექნიკით.







