ინტერნეტ-მაღაზიაში პროდუქციის შეძენის საშუალებები
emm.ge ინტერნეტ-მაღაზიაში სასურველი პროდუქტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია (თუ უკვე ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი) ან რეგისტრაცია (ახალი მომხმარებელი). აუცილებელია თქვენს პირად კაბინეტში სავალდებულო ინფორმაციის სრულად შევსება.
სასურველი პროდუქტის გვერდზე, აირჩიეთ მისი ზომა, რაოდენობა და დაამატეთ იგი კალათში (ღილაკი “კალათში დამატება”).
კალათის გვერდზე, ირჩევთ თქვენთვის სასურველ გადახდისა და მიწოდების საშუალებებს.
პროდუქტის ღირებულების გადახდის საშუალებებია:
- საბანკო გადარიცხვა (უნაღდო ანგარიშსწორება);
- ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათით (*);
- ნაღდი ანგარიშსწორება (საწყობიდან თვითგატანის შემთხვევაში);
- შეძენა საბანკო განვადებით (**).
პროდუქტის მიწოდება
თუ თქვენ აირჩევთ პროდუქტის მიწოდების საშუალებას “თვითგატანა საწყობიდან”, ამ შემთხვევაში თქვენ იხდით მხოლოდ პროდუქტის საფასურს და თქვენი ტრანსპორტით მიგაქვთ იგი ჩვენი საწყობიდან, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქუჩა 56.
თუ თქვენ აირჩევთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მიწოდების საშუალებას, ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულების კალკულაცია მოხდება თქვენს მიერ მითითებული მისამართის შესაბამისად და დაემატება პროდუქტის ღირებულებას.
მიწოდება თბილისსა და მის შემოგარენში
თუ პროდუქტის შეძენა მოხდა სამუშაო დღის 12:00 საათამდე, ამ შემთხვევაში პროდუქტის ტრანსპორტირება მომხმარებლამდე მოხდება შემდეგ დღეს 18:00 საათამდე. 12:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთა მომხმარებელს მიეწოდება ორი სამუშაო დღის შემდეგ 18:00 საათამდე.
მიწოდება საქართველოს რეგიონებში
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მიწოდება მოხდება შეკვეთის განხორციელებიდან 3-4 სამუშაო დღეში. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მიწოდება მოხდება შეკვეთის განხორციელებიდან 4-5 სამუშაო დღეში.
შენიშვნები
* ჩვენი მაღაზია იღებს შემდეგი სახის პლასტიკურ ბარათებს: Visa და Mastercard.
** პროდუქტის შეძენა საბანკო განვადებით მზადების პროცესშია.