ლატექსის ლეიბები

ლატექსის ლეიბები

ლატექსის ლეიბები პოპულარულია მათი შესანიშნავი ორთოპედიული თვისებების და ბუნებრიობის გამო. ისინი თხელი და მსუბუქია, შესანიშნავია ყველა ასაკისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

რა არის ლატექსი?

ლატექსი არის ბუნებრივი მასალა, რომელიც მიიღება ბრაზილიური ჰევეას ხის წვენიდან, რომელიც გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ბრაზილიაში და აფრიკის ზოგიერთ რეგიონში. ამ ხის წვენი განსაკუთრებულ დამუშავებას გადის. მას აცილებენ ზედმეტ წყლის მინარევებს და შედეგად იღებენ ბუნებრივ რეზინას. მზა მასას აქაფებენ და ამატებენ მოდიფიკატორს, რის შედეგადაც მიიღება მაღალი ხარისხის ლატექსის მასალა.

ჰაერის ბუშტების წყალობით, ლატექსის უზამბარო ლეიბებს შეუძლიათ სწრაფად აღადგინონ პირვანდელი ფორმა, რაც უზრუნველყოფს კარგ ვენტილაციას. ამრიგად, ძილისთვის იქმნება კომფორტული პირობები.

ლატექსის ტიპები, რომელიც გამოიყენება ლეიბებში

ლატექსის ლეიბები შეიძლება დამზადდეს:

  • ბუნებრივი მასალა 100% ბუნებრივი წარმოშობით. შეიცავს ჰევეას ხის წვენის 85% და 15% – ანტიბაქტერიულ და სტაბილიზირებულ დანამატებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია რეზინის აქაფება. მასალის სტრუქტურა ღრუბელს წააგავს. ხელს უშლის მტვრის დაგროვებას ლეიბის შიგნით და აქვს ჰაერის კარგი მიმოქცევა.
  • ბუნებრივი ლატექსი. ევროპული სტანდარტების მიხედვით, თუ მასალა შედგება 20% ჰევეას წვენისგან, მაშინ მას შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი. თუმცა, ეს ლატექსი ხელოვნურია. ამ ტიპის მასალის გამოყენებით მწარმოებელი ამცირებს ლეიბის ღირებულებას, რაც კარგია ბიუჯეტური მოდელების სერიებისთვის. მასალა არანაირად არ ჩამოუვარდება ბუნებრივ ლატექსს. ის კარგად ვენტილირებადია, გამძლე და უზრუნველყოფს კომფორტულ ძილს.

ლატექსის ლეიბების პლუსები და მინუსები

როგორც ყველა პროდუქტს, ლატექსის ლეიბებს აქვთ თავისი უპირატესობები:

  1. ლეიბს საერთოდ არ ქვს ხმა. თუ ადამიანი სიზმარში ხშირად ბრუნავს, ლეიბი არ ხმაურობს და არ იწყებს შრიალს.
  2.  ლეიბი ჰიგიენურია. ის არ გამოყოფს მავნე კომპონენტებს, ამიტომაც არ აყენებს ზიანს ჯანმრთელობას. არ გროვდება მტვერი და არ იბუდებს მავნე მწერები.
  3. ლატექსის ლეიბი თხელია, მოსახერხებელია მისი გადაადგილება და შენახვა, საჭიროების შემთხვევაში კი ადვილია მისი გადახვევა და ტრანსპორტირება.
  4. ლეიბი ელასტიურია და ადაპტირდება სხეულის ანატომიურ მახასიათებლებთან. დროთა განმავლობაში ის არ კარგავს ფორმას და ორთოპედიულ თვისებებს.

თუ თქვენი ყურადღება ბუნებრივი ლატექსისკენ არის მიმართული, მაშინ ჩვენთან, თქვენ შეიძენთ უმაღლესი ხარისხისა და კლასის ლეიბს.