ლეიბის შერჩევა ბავშვისთვის: რა უნდა ვიცოდეთ?

ლეიბის შერჩევა ბავშვისთვის: რა უნდა ვიცოდეთ?

ჯანსაღი ძილი ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ნერვული, ისე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის. და ამის გარანტი, მხოლოდ მაღალი ხარისხის ორთოპედიული ლეიბები გახლავთ, რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის სწორ მდგომარეობას დასვენების დროს და ხერხემლის საჭირო საყრდენს. მაგრამ იმისათვის, რომ შესყიდვამ სრულად გაამართლოს, აუცილებელია სწორი ლეიბის შერჩევა.

ლეიბების ნაირსახეობები ბავშვებისთვის

მწარმოებლების სამოდელო ხაზებში ბავშვთა ლეიბები წარმოდგენილია ასობით მოდელით, რომელთა შორისაცაა:

  • რამოდენიმე სახის – ზამბარიანი (დამოკიდებული ან დამოუკიდებელი ზამბარების ბლოკით), უზამბარო, ერთფენიანი, კომბინირებული (სხვადასხვა ხარისხის და სიმკვრივის მასალების 2, 3, 4 და 5 ფენით);
  • სხვადასხვა შემავსებლებით – ბუნებრივი (ლატექსი, ქოქოსის კოირა) და ხელოვნური (პოლიურეთანის ქაფი, ჰოლოფაიბერი);
  • სიხისტის სხვადასხვა დონე – მყარი, ზომიერად მყარი, საშუალო, რბილი ზედა ფენით, ორმხრივი;
  • სიმაღლე 6-20 სანტიმეტრი.

ექსპერტის რჩევა: თუ ბავშვისთვის შერჩეული ლეიბის შალითა არ არის მოსახსნელი, უმჯობესია დაუყოვნებლივ შეიძინოთ ტენისადმი მდგრადი ლეიბის საფენი.

ბავშვთა ლეიბის არჩევის თავისებურებები

ბავშვის ლეიბის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: ბავშვის ასაკი. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც გავლენას ახდენს ლეიბის არჩევანზე.

სამ წლამდე ბავშვებს ესაჭიროება მყარი საწოლი და უმჯობესია, ეს იყოს 6-10 სანტიმეტრი სიმაღლის უზამბარო ლეიბი, პერფორირებული ლატექსისგან ან ქოქოსის კოირისგან. ეს ხელს შეუწყობს კუნთოვანი ჩარჩოს სწორად ჩამოყალიბებას და არ გამოიწვევს დარღვევებს ძვლების განვითარებაში. ლეიბის მოვლის და ექსპლუატაციის გასამარტივებლად, მიზანშეწონილია აირჩიოთ მოდელი მოსახსნელი შალითით ან შეიძინოთ პროდუქტი წყალგაუმტარი საფარით.

3-10 წლის ბავშვებისთვისს ირჩევენ უფრო ხისტ ლეიბს დამოუკიდებელი ზამბარებით, კომბინირებული შემავსებლით ან ლატექსით. შვიდი წლის ასაკიდან, ის შეიძლება შეიცვალოს უფრო ზომიერი სიხისტის ლეიბზე.

10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი დატვირთვა კუნთებსა და ძვლებზე, შესაფერისია საშუალო ან ზომიერად ხისტი ლეიბები Pocket Spring ბლოკზე მაღალი ელასტიური ქაფის ან Memory Foam ქაფის ფენით. ისინი უზრუნველყოფენ სხეულის ანატომიურად სწორ პოზიციას დასვენების დროს და კუნთების მოდუნებას.

საწოლის ზომა

ცხადია, ლეიბის ზომა უნდა შეესაბამებოდეს საწოლის ზომებს. მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი: ლეიბის სიგრძე უნდა აღემატებოდეს ბავშვის სიმაღლეს მინიმუმ თხუთმეტი სანტიმეტრით, ხოლო სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 60 სანტიმეტრი.

გარკვეული ორთოპედიული პრობლემების მქონე ბავშვისთვის, ლეიბი უნდა შეიძინოთ მხოლდ პედიატრის რეკომენდაციით. ასევე ალერგიით დაავადებულთათვის შესაფერისია მოდელები ჰიპოალერგიული შემავსებლით.

მნიშვნელოვანია! ბამბის მკვრივი შალითა მაღალი ხარისხის ნაკერით ზრდის საწოლის კომფორტს, ხოლო დამოუკიდებელი ზამბარების ბლოკის მქონე მოდელებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება მოჭიმული შალითა.