საგარანტიო მომსახურების მიღებისთვის აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი პირობები:
- საგარანტიო პერიოდის ათვლა იწყება პროდუქტის საგარანტიო ფურცელზე მითითებული თარიღიდან;
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს შპს “EMM საქართველო”-ს ოფისს;
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ფურცელი, სადაც მოცემულია პროდუქტის გაყიდვის თარიღი, პროდუქტის კოლექცია, მოდელი, მაღაზიის ბეჭედი და ხელმოწერა.
პროდუქტის შეცვლა
- პროდუქტის შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი უნდა წარედგინოს მაღაზიას. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას;
- პროდუქტის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შეფუთვით და კომპლექტაციით, როგორც მიიღო მაღაზიიდან ყოველგვარი გარე მექანიკური დაზიანების გარეშე;
- თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან ორი სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, პროდუქტი არ ექვემდებარება შეცვლას.
პროდუქტის დაბრუნება
- პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში;
- მაღაზია არ იბრუნებს პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა მისი მიღების დროს, არ შეამოწმა პროდუქტი, აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრული კომპლექტაცია;
- მაღაზია არ იბრუნებს პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი არ მოგწონთ, არ მიიჩნევთ საჭიროდ მის ფლობას, არ გაამართლა თქვენი მოლოდინი და სხვა მსგავსი მიზეზები.